|
გაკვეთილის თემა
|
მანანა ჩიტიშვილი - ,,ქართლი“
|
|
მნიშვნელობა, აქტუალობა
|
პოეტის მთავარი სათქმელის გამოკვეთა;დეკლამაციის უნარის განვითარება;ინტონაციასა
და ალუზიაზე დაკვირვება; დაკარგული სამკვიდროს გახსენება; პატრიოტული სულის აღზრდა
|
|
მიზნები და შედეგები
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული
საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის
განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან
დაკავშირებით;
·
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
(მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ
საკვანძო საკითხს;
·
შეაფასებს მხატვრულ სახეებს
და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
·
გამოხატავს და წერილობით აყალიბებს
პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან
დაკავშირებით.შთაბეჭდილებას;
·
|
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან ლექსის კითხვის სტრატეგიები; შეუძლიათ ტექსტის პერიფრაზირება,
შესწავლილთან პარალელის გავლება, ინტერპრეტაცია.
|
|
შეფასების საგანი პროცედურები
|
ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა,წერითი სამუშაო, შეფასების რუბრიკები.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, პროექტორი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა,
წებოვანი ქაღალდები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ფორმატზე დაწერილი გაკვეთილის თემა თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული, სასწავლო
მიზნები ნაჩვენებია მონიტორზე. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
A ფაზა (გამოწვევა)
(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ.
აქტივობა 1.მასწავლებელი დაფაზე წერს კითხვას: რით შეიძლება ვემსახუროთ
სამშობლოს?
მოსწავლეები გონებრივი იერიშით მუშაობენ აზრობრივ რუკაზე. 5წთ.
B ფაზა (ლექსის გაცნობა-გააზრება)
ლექსის მხატვრულად წაკითხვა ემოციურ განწყობას შეუქმნის მოსწავლეებს.
გარდა ამისა, ყურადღებას გაამახვილებინებს ინტონაციაზე. სლაიდ- შოუს ჩვენებით შეისწავლიან
ალუზიას, რაც ტექსტის უკეთესად გაგებაში დაეხმარება. 12 წთ.
პოეტის მთავარი სათქმელის
გამოსაკვეთად ვატარებ
იდეურ-მხატვრულ რეიტინგს. „გამარჯვებულ“ პირველ სამ ტაეპს ვწერთ დაფაზე
და ვიწყებთ ინტერპრეტაციას.
C ფაზა (გამთლიანება)
შეფასება
საშინაო დავალება: ესე
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment