სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ლია ილურიძე
|
|
რაიონი
|
მცხეთა
|
|
სკოლა
|
წეროვნის N 3 საჯ. სკოლა
|
|
ქალაქი
|
სოფ. წეროვანი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის
დასახელება
|
||
,,ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“
|
||
თემის შინაარსი
|
||
პროექტის მიზანია ი.ჭავჭავაძის მთავარი სათქმელის გამოკვეთა ლექსების -
,,პოეტისა“ და ,,ჩემო კალამოს“ მიხედვით.
მოსწავლეები გაეცნობიან, XIX საუკუნის შემოქმედის
წარმოდგენით, პოეტისა და პოეზიის
დანიშნულებას,შეაფასებენ,
რამდენად აქტუალურია
ილიას შეხედულება
დღეს.
|
||
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური, მე -8 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
ორი კვირა.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები
|
||
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
წარმოდგენა აუდიტორიის
წინაშე.
სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით.საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენბს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან.
ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ-სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ
შეფასებებს, დამოკიდებულებებსა
და დასკვნებს.
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში
იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა
კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
დაწვრილებით შეისწავლის
ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით
ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
დაწვრილებით შეისწავლის
ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით
ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
დაწვრილებით შეისწავლის
ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით
ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
პოულობს მსგავსებებსა
და განსხვავებებს სხვადასხვა
ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად
იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების
მოხმობით.
ფაქტებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო
საშუალებები) დაყრდნობით
განსაზღვრავს პრობლემას,
წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს
(მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის
ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება
სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა
და მიზნებს;
იცავს პუნქტუაციისა
და მართლწერის სალიტერატურო
ნორმებს;
იყენებს კომპიუტერულ
ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლე ლიტერატურული ნაწარმოებიდან გამოკვეთს კონკრეტულ საკითხს, რა-
ზედაც იმსჯელებს.
აფასებს ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, იყენებს დამხმარე ვიზუალურ, ელექტრონულ,
მუსიკალურ მასალას, გამოყოფს საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებს. ინტერპრეტაციისას
მხატვრულ სახეთა როლს ითვალისწინებს. იცავს მართლწერისა და მართლმეტყველების წესებს. იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს
პრეზენტაციის მოსამზადებლად.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რით შეიძლება, ვემსახუროთ
სამშობლოს?
|
|
თემატური კითხვები
|
1.როგორ უნდა იყენებდეს ღვთის ნაბოძებ ნიჭს პოეტი?
2.რას მიიჩნევს ილია მხატვრული შემოქმედების მთავარ პრინციპად?
3.რა უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოეტისათვის - დიდება თუ სიმართლის თქმა?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1. რატომ გამოიყენა პოეტმა თავის ლექსებში ესა თუ ის კონკრეტული სიტყვები?
2.რა იდეის მატარებელია თითოეული მხატვრული ხერხი?
3. რა ამოძრავებს
ილიას ერის ნაკლოვანების მხილებისას? როგორ იკვეთება, რომ სიტყვა, მწერლობა, უდიდესი ძალის მქონეა?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დასაწყისში
ვიყენებ აქტივობას KWHL, რითაც თემის შესახებ მოსწავლეთა არსებულ ცოდნას ვადგენ, კომენტარით განვუსაზღვრავ, რა უნდა იცოდნენ და როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. დეკლამატორთა
ჯგუფს შეფასების რუბრიკით გავაცნობ კრიტერიუმებს,
რომელთა გათვალისწინებითაც
უნდა იმუშაონ. ვენის დიაგრამით გამოკვეთილ სხვადასხვა
დროს შექმნილი ლექსების მსგავსება-განსხვავებას
შევაფასებ რუბრიკით. ასევე, თხზულებებზე მუშაობისას ვიყენებ შეფასების რუბრიკას, რათა მოსწავლეებმა პროცესის სწორად წარმართვა შეძლონ.
პროექტის დასასრულს,
ნამუშევართა
პრეზენტაცია შეფასდება შესაბამისი რუბრიკით.
|
||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები
პროექტზე მუშაობის დასაწყისში უნდა ფლობდნენ ინფორმაციის
მოძიებისა და დახარისხების უნარ-ჩვევებს, უნდა შეეძლოთ ტექსტის პერიფრაზირება
და ინტერპრეტაცია,მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებების
გააზრება-გაანალიზება,
წერილობითი თხზულების შექმნა სხვადასხვა მიზნით, უნდა ფლობდნენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, იყენებდნენ
კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.
|
||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებს ვყოფ
ჯგუფებად, სახელწოდებით: დეკლამატორები, დროში
მოგზაურები,კრიტიკოსები, ესეისტები.
დეკლამატორებს, ლექსების მხატვრულად
წაკითხვის გარდა,
საკვანძო სიტყვებისა
და ტაეპების
საფუძველზე ნაწარმოებების იდეის
შესახებ საუბარი
დაევალებათ.
დროში მოგზაურების
ნამუშევარი,
სათაურად „აგვიყოლია სიყრმიდანვე
ჩვენ ქართვლის
ბედმა,“ ილიას შემოქმედებიდან შესწავლილი წერილებისა
თუ ნაწარმოებების
მიხედვით გაგვაცნობენ XIX საუკუნეს
ისტორიული კონტექსტის
გასათვალისწინებლად.
კრიტიკოსები ლიტერატურულ
პარალელს გაავლებენ
VII კლასში შესწავლილ
პარაგრაფთან ,,რა შეუძლიათ ლექსებს,“ ინტერვიუს
აიღებენ თანამედროვე
პოეტებისაგან და მათს ხედვას ილიას
მთავარ სათქმელს
შეადარებენ.
ესეისტები დაწერენ
ესეს - პოეტისა
და პოეზიის
დანიშნულება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების
პრეზენტაცია და აიტვირთება ბლოგზე,მოეწყობა პროექტის მსვლელობის
დროს გადაღებული ფოტოების გამოფენა.
|
||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
||||||||||||||||||||||||||||
სპეციალური საჭიროებები
|
შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვებს ფოტო და აუდიო მასალების შეგროვებას დავავალებ. ისინი, ასევე, იზრუნებენ უკვე მომზადებული ტექსტების აკრეფაზე. მუშაობის პროცესში გააკონტროლებენ
დროს. დაძებნილ ინფორმაციას
ამოწერენ.
|
|||||||||||||||||||||||||||
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვანი მოსწავლეები
სკოლაში არ გვყავს.
|
|||||||||||||||||||||||||||
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები
|
მათ დაევალებათ
ინფორმაციის მოძიება- დახარისხება, ტექსტების ინტერპრეტაცია,
თხზულებების დაწერა-რედაქტირება, ინტერვიუს მომზადება-აღება, მოსწავლეთა ჯგუფში ჩართულობის კონტროლი, პროექტის პრეზენტაცია.
|
|||||||||||||||||||||||||||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
||||||||||||||||||||||||||||
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ
პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
|
|
||
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები,
მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები, ბიბლიოგრაფიული
მასალები.
|
ინვენტარი/მასალები
|
დიდი და მცირე
ფორმატის ქარალდები, მარკერები.
|
ინტერნეტრესურსები
|
ვიკიპედია
|
სხვა რესურსები
|
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები
სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.
|
No comments:
Post a Comment